სამართალდამცველთა რიგები კიდევ ორმა ძალოვანმა დატოვა: "კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა"
25/10/2021 08:33:14 სამართალი
სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად კიდევ ორმა ძალოვანმა დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი".
მისი ცნობით, თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.
"სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსორ რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შენგელიამ.
მანამდე, იმავე მიზეზით სამსახური კიდევ ერთმა ძალოვანმა რევაზ ლაზიშვილმა დატოვა.
ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.


