სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა
25/10/2021 14:51:43 სამართალი
სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა. შესაბამისი განცხადება ამჯერად იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ გააკეთა.
"პროტესტს ვაცხადებ ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე. პროტესტის ნიშნით მე დავტოვე ჩემი სამსახური. მე ვემსახურები ჩემს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", - აცხადებს ანთია.
სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად დღეს კიდევ ორმა ძალოვანმა დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი". მისი ცნობით, თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.
"სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსორ რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შენგელიამ.
მანამდე, იმავე მიზეზით სამსახური კიდევ ერთმა ძალოვანმა რევაზ ლაზიშვილმა დატოვა.
ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.


