Accentnews.ge
"ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ციხეში შიმშილობს"

"ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ციხეში შიმშილობს"

26/10/2021 11:27:31 სამართალი

ენმ-ს წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ციხეში შიმშილობს.

მან შსს-ს რაფავას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ვაფრთხილებ შსს-ს, რომ მსგავს მოქმედებებზე ხელი აიღონ და დროზე გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ლექსო რაფავა იმიტომ, რომ ის ბიჭი იყო და არის ქვეყნის პატრიოტი და მას ეს შეიარაღებები სახლში არ ჰქონდა. მას ეს ჩაუდეს. დღეს ეს ადამიანი შიმშილობს და მე მას მხარდაჭერას ვუცხადებ. მინდა გავამხნევო მისი ოჯახი, ჩენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ბიჭი იყოს თავისუფალი", - აცხადებს გუნავა.

მისი ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

რაფავას დაკავების შემდეგ სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად რამდენიმე ძალოვანმა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S