Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა"

სააკაშვილის ადვოკატი: "შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა"

26/10/2021 11:58:35 პოლიტიკა, სამართალი

"ხელისუფლბა წირავს უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს", - ასე ეხმიანება ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

„ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვების დაუკითხავად მოათავსონ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული:

,,ნამდვილად არაფერი არ არის გამორიცხული ამ ხელისუფლებისგან იმდენად სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და მოქმედებენ”.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება ქირურგიული ჩარევა, გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ მიიღება.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S