"უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე"
26/10/2021 14:16:32 პოლიტიკა, სამართალი
"უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო.
სააკაშვილის თქმით, იგი რუსთავის #12 დაწესებულებაში დარჩენას აპირებს:
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


