Accentnews.ge
სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად რიგით მე–7 ძალოვანმა დატოვა

სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად რიგით მე–7 ძალოვანმა დატოვა

26/10/2021 19:17:04 სამართალი

სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად რიგით მე–7 ძალოვანმა დატოვა. ამჟამად სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გოჩა კვარაცხელია წავიდა.

როგორც მან აღნიშნა, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.

დღეს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელმა საბა კუხალეიშვილმა.

მანამდე, პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა რევაზ ლაზიშვილმა და პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ

ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S