Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია"

ადვოკატი: "სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია"

28/10/2021 08:20:17 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის სისუსტე ძლიერდება.

„რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს ამას ვეღარ ვიგებთ, რადგან ანალიზებზე უარს ამბობს და გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, რადგან არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა. მას გადაადგილებაც უჭირს, რადგან ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება", - განაცხადა გელხაურმა.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილმა პრეზიდენტმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს გონება დაკარგოს

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას სააკაშვილთან კომუნიკაციაში ხელი ეშლება:

"კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება, არ ვიცი. მათ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა და წერილი მიგვეწოდებინა. დღეს ეს შეუძლებელია. სანამ შეხვედრების ოთახი არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და არ აღდგება მისი უფლებები, ის არ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას და ანალიზების ჩაბარებას".

სააკაშვილის თქმით, იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ადმინისტრაციამ დაუწესა, იგი პროტესტის ნიშნად უარს აცადებს მედიკამენტების მიღებასა და მკურნალობაზე.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S