პრინც ჰარის მეუღლე სახლს ყიდის
12/08/2019 04:50:26 სხვა, მსოფლიო
პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი საცხოვრებელ სახლს ყიდის. ბრიტანული გამოცემა "The Observer"-ის ინფორმაციით, 38 წლის ჰერცოგის უძრავი ქონება ამერიკაში გასაყიდად უკვე გაიტანეს.
ლოს-ანჟელესის ძვირადღირებულ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასი 1,8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შენობა 1924 წელს არის აშენებული. აქ პრინცი ჰარის მეუღლე პროდუსერ ტრევერ ენგელსონთან ურთიერთობის დროს ცხოვრობდა.
![]()

როგორც სამაკლერო პორტალი "Homes.com" წერს, სახლი 210 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს, მას 4 საძინებელი ოთახი, სამი აბაზანა, ბუხარი, ფარეხი, ვერანდა და დიდი ბაღი აქვს.

ჰერცოგი მეგან მარკლი მეუღლე პრინც ჰარისა და ვაჟიშვილ არხისთან ერთად მაისის შემდეგ, უინძორში Frogmore Cottage -ში ცხოვრობს.


