Accentnews.ge
როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა  ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

28/10/2021 12:00:53 პოლიტიკა, სამართალი

ენმ–ის წევრის როსტომ ჩხეიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„როდესაც ვსაუბრობდით, შემოიხედეს და უთხრეს, რომ კონსილიუმია შეკრებილი და თქვენ შეხვდებით თუ არაო, რაზეც სააკაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ კი ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი. როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, მან აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს - არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება და ამის იმედი გვაქვს ყველას, ვისაც გვინდა უკეთესი საქართველო", - განაცხადა ჩხეიძემ ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S