Accentnews.ge
უკრინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

09/12/2021 17:24:56 სამართალი

უკრინაში წარმოშობით ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი - თორნიკე ნაგლაძე დააკავეს.

ირკვევა, რომ წელს ეს მისთვის უკვე რიგით მესამე დაკავებაა.

მედია წერს, რომ მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სექტემბერში შინა პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების გამო, ნაგლაძე ამჯერად წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 30-ზე მეტ ძარცვაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას.

უკრაინული მედიის ცნობით, ნაგლაძე ასევე ქართველი "კანონიერი ქურდის" – მინდია გორაძის (იგივე "ლავასოღლის") გარემოცვის წევრია და სწორედ მას წარმოადგენდა ოდესაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

მას სამოქალაქო აქტივისტის ოლეგ მიხაილიკის განზრახ მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდნენ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 2018 წელს ესროლეს. საქმეზე თორნიკე ნაგლაძე და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S