ქუთაისში, მდინარეში ავტომობილის გადავარდას მსხვერპლი მოჰყვა
21/12/2021 07:04:30 სამართალი
ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ავტომობილის გადავარდას მსხვერპლი მოჰყვა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან.
ადგილზე პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.


