გორთან მომხდარი ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან
15/01/2022 17:36:10 სამართალი
გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან 4 არასრულწლოვანია. დაშავებულთაგან ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.
,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იგეგმება ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.


