Accentnews.ge
შრომის ინსპექციამ მაღაროში, სადაც აფეთქება მოხდა, რამდენიმე დარღვევა გამოავლინა

შრომის ინსპექციამ მაღაროში, სადაც აფეთქება მოხდა, რამდენიმე დარღვევა გამოავლინა

31/01/2022 09:12:52 სამართალი

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა - არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

შრომის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 30 იანვრის საღამოს შახტში აფეთქება მოხდა და 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 - დაშავდა, მათგან ზოგიერთი - მძიმედ.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით.

გარდა მეთანის კონცენტრაციის სიჭარბისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

"გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება". - ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S