Accentnews.ge
ბათუმის ბულვარში 19 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ბათუმის ბულვარში 19 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

19/10/2022 10:09:10 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში 19 წლის ბიჭი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს, კლინიკა „მედცენტრში“ დღეს გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, მას თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S