Accentnews.ge
"სკოლიდან წაყვანა შესთავაზა", "ფულს სთავაზობდა" - პოლიციამ ორი კაცი დააკავა

"სკოლიდან წაყვანა შესთავაზა", "ფულს სთავაზობდა" - პოლიციამ ორი კაცი დააკავა

20/10/2022 08:04:35 სამართალი

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ერთს პოლიცია სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი ბავშვის იძულებას ედავება. სასამართლოს მათ საქმეზე ჯერ არ უმსჯელია.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მეექვსე კლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია.

მეორე კაცი ქუთაისის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. კაცი სკოლის მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიციამ ადგილზე დააკავა.

"ეჭვი გაუჩნდათ მამაკაცის საუბრის მანერის გამო. მანდატურმა ბავშვებს გამოკითხა, რაზე ესაუბრებოდა მათ უცნობი კაცი - მათ თქვეს, რომ 10 ლარის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. მანდატური კაცთან მივიდა, ის კი გაიქცა. მას დაედევნენ და პოლიციამ დააკავა", - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

უცხო კაცების მხრიდან ბავშვებთან საეჭვო კომუნიკაციაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ორი კაცის შემთხვევაში გამოძიებას სხვადასხვა მუხით ატარებს: "სისხლის სამართლის კოდექსის" 138-ე მუხლით პასუხისმგებლობა სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დგება, ამავე კოდექსის 150-ე მუხლით კი არასრულწლოვნის იძულებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S