Accentnews.ge
ობრაიენი: “რუსეთი ცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს, ეს ის არის, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით"

ობრაიენი: “რუსეთი ცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს, ეს ის არის, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით"

26/10/2023 06:26:43 პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოზე ისაუბრა.

მისი თქმით, “რუსეთი ცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს".

როგორც მან აღნიშნა, აშშ ამ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს, იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მათ სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, ობრაიენმა.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S