რიკეტსი – ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში
26/10/2023 06:43:13 პოლიტიკა
რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი ეხმიანება რუსეთის გეგმას, ააშენოს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზა. როგორც მან სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.
„შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, - განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, სენატორმა რიკეტსმა.
ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.


