Accentnews.ge
ანა წითლიძე – ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიაზე: ამ დარბაზში ასე მშვიდად ვერ დასხდებიან

ანა წითლიძე – ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიაზე: ამ დარბაზში ასე მშვიდად ვერ დასხდებიან

01/11/2023 09:08:14 პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიას მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ანი წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბერაიამ არათუ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს, არამედ მას ნორმალურ ქვეყანაში, მანდატსაც დაატოვებინებდნენ.

„რა გამოხატვის ფორმებს მიწუნებთ, როდესაც ზუსტად ერთი დღეა მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და რასაც იმსახურებენ, ზუსტად იმ ენით არ ვუპასუხო. ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი, არარაობაა. ირაკლი ბერაიამ იკადრა ის, რაც იკადრა. ერთი დღეა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ველოდები იმას, რომ თქვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამაზე ადეკვატური რეაგირება გექნებათ. ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ? იმსახურებენ, რომ მანდ არ ისხდნენ არც ერთი და არც მეორე! თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ, გადააყენოთ და ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ მანდატს დაატოვებინებდნენ ერთსაც და მეორესაც, მაშინ, ჩვენ, ცხადია მოგვიწევს თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად, ისე როგორც ისინი იქცევიან. ვერ მეტყვით ვერცერთ კაც ოპოზიციონერს, რომელსაც მსგავსი უკადრია. ეს მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან“,- განაცხადა წითლიძემ.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S