Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი – ირაკლი ბერაიას - ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!

ალეკო ელისაშვილი – ირაკლი ბერაიას - ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!

01/11/2023 09:10:04 პოლიტიკა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც მოსთხოვა.

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.

„დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მანამდე, ბერაიას გადადგომისკენ მოუწოდა ქალი დეპუტატების ნაწილმაც.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S