Accentnews.ge
"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით, ბერაიას უნდა შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება"

"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით, ბერაიას უნდა შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება"

01/11/2023 09:18:42 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას უნდა შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

"გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არამხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ,რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, საზოგადოებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S