შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას: არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?
01/11/2023 09:46:45 პოლიტიკა
"არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?", – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრ დეპუტატ იაგო ხვიჩიას.
იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის ირაკლი ბერაიას გუშინდელი შეურაცხმყოფელი განცხადება.
„ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ. გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით მითუმეტეს „ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სნადარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე. ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


