Accentnews.ge
როგორ განმარტავს კობახიძე ბერაიას გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებას

როგორ განმარტავს კობახიძე ბერაიას გუშინდელ შეურაცხმყოფელ განცხადებას

01/11/2023 10:57:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანაპარტიელ ირაკლი ბერაიას მიერ გუშინ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას განმარტავს.

კერძოდ, როგორც კობახიძე აცხადებს, ბერაიას განცხადება "რაღაც სხვანაირად გაიგეს".

ამასთან, კობახიძემ ბერაიას გადადგომის მოთხოვნას „სასაცილო“ უწოდა.

„სინამდვილეში საუბარი იყო რაზე: - სადაც კი ირაკლი ბერაია წავიდა, ყველგან ამ ადამიანის ნალაპარაკები დახვდა - ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თქვენ ეს ფრაზა სხვანაირად გაიგეთ! არ ვიცი, ასე რატომ გაიგეთ?! სინამდვილეში, სადაც ირაკლი ბერაია წავიდა, ამ ქალბატონი დეპუტატის ანტისახელმწფოებრივი ნალაპარაკები დახვდა. ჩვენ გვაქვს სტანდარტი - ირაკლი ბერაიას ვესაუბრეთ, ჩვენი რჩევაც იყო, რომ მას კონკრეტული განცხადება გაეკეთებინა და სინანული გამოეხატა, რაც მან თავიდან ბოლომდე გაითვალისწინა. როცა ადამიანს ღირსება აქვს, სინანულის გამოხატვა არ უჭირს. შეგახსენებთ, რომ თვითონ თეონა აქუბარდია ერთი კვირის წინ გამოვიდა და კაც დეპუტატებზე თქვა: - პატარა კაცებზე მეტი ხართო - სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა და ბოდიში? ბოდიში არ არის, რადგან ირაკლი ბერაიას აქვს ღირსება, რომ იქ, სადაც ბოდიშია მოსახდელი, მოიხადოს. თეონა აქუბარდიას ეს ღირსება არა აქვს - ნული ღირსება აქვს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქვა ირაკლი ბერაიამ

ბერაიას თქმით, დეპუტატი თეონა აქუბარდია ავრცელებს „ტყუილს და დეზინფორმაციას“, თითქოს ქართულმა დელეგაციამ NATO-ს ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას.

  • „ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და არაერთი ჩემი შენიშვნა როდესაც ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, იყო გაქცეული ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით: „პახმელიაზე ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა“ და მე არასდროს საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია და არც ჩემს კოლეგებს იმის უფლება, რომ მისთვის ბრალი დაგვედო მტრის დავალების შესრულებაში“, – განაცხადა ბერაიამ.

ამის შემდეგ მან განაგრძო საუბარი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო პორტზე და თქვა, რომ აქუბარდიას „როგორც ჩანს, აღქმის და გააზრების პრობლემა აქვს“:

  • „ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავადაა წყარო, ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგი, ეტყობა მისთვის დიდი პატივია, რომ ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან კომიტეტში, რომელმაც ოთხჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად და სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, ართუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის, არამედ საერთოდ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. რეალურად აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ან ოკუპაციაზე ფიქრი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ, მიზეზია ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა, მისნაირებთან და ვიღაცებთან სელფების გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ და შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S