Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: ირაკლი ბერაიას აუცილებლად მოუწევს სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება, გარდა ამისა, მივმართავ სახალხო დამცველსაც

თეონა აქუბარდია: ირაკლი ბერაიას აუცილებლად მოუწევს სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება, გარდა ამისა, მივმართავ სახალხო დამცველსაც

01/11/2023 12:51:28 პოლიტიკა

დეპუტატი თეონა აქუბარდია უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

„მე არ ვაპირებ გაჩერებას იმ წერტილზე, რომელზეც მოინდომა გაჩერება "ქართულმა ოცნებამ", რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ამოეწურა ეს ინციდენტი, რადგან აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება, რაც არის დისკრიმინაციული, მათ შორის, შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა იურისტების შესაბამისი ჯგუფის მხრიდან, ერთი მხრივ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რათა დაადგინოს მან ეს ფაქტები, ასევე სასამართლოში აუცილებლად მოუწევს ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება, მე არ ვაპირებ გავჩერდე იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასვას წერტილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", მოაშორონ ეს კაცი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, რადგან ის საბოლოოდ, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S