ბელარუსის საგარეო: მინსკი და თბილისი "ურთიერთქმედების გააქტიურებაზე" შეთანხმდნენ
02/11/2023 06:35:20 პოლიტიკა
მინსკიში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ ნაზარუკი საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ბელარუსში გიორგი საგანელიძეს შეხვდა.
"შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი დიალოგის აქტუალური თემები იქნა განხილული. მიღწეულია შეთანხმება, გავააქტიუროთ ურთიერთქმედება საკითხებში, რომელიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს" - ნათქვამია ბელარუსის საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალურ თბილისს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობითვის: ორმხირივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაძაბული იყო ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტისა და აფხაზ დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ბელარუსში საპასუხო ვიზიტის გამო. 2022 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "განგებ წელავდა და ხელს არ აწერდა ბელარუში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას". ბოლო დღეებში მინსკს კვლავ სტუმრობდა აფხაზური დელეგაცია, რომელმაც რამდენიმე სეხვედრა გამართა. ვიზიტის მიზნად "უწყებათაშორისი კონსულტაციები" დასახელდა.
იხილეთ ასევე: "თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს


