Accentnews.ge
პარლამენტის პლენარული სხდომა კვლავ დაპირისპირებით დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა კვლავ დაპირისპირებით დაიწყო

02/11/2023 08:36:08 პოლიტიკა

გუშინდელის მსგავსად, პარლამენტის პლენარული სხდომა დღესაც დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ ორი დღის წინ გააკეთა.

დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი განსახილველი საკითხი „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.

როგორც "მოქალაქეების" წევრა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს.

„სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მისი მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

„დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან. მანდატურს მივმართავ, დაატოვებინეთ დარბაზი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S