ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“ 2013 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და ბოლო დრომდე კლასიკური საინფორმაციო სააგენტოს მიმართულებით მოღვაწეობდა.
განვლილი ორი წლის განმავლობაში აქცენტი კეთდებოდა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა, შეზღუდული რესურსების პირობებსა და არცთუ მარტივ მედიაგარემოში გაეკეთებინა შესაძლებლის მაქსიმუმი და შეენარჩუნებინა მედიაბაზარზე მიუკერძოებელი აქტორის სახელი.
2015 „აქცენტისთვის“ განახლების წელი აღმოჩნდა: გაჩნდა ახალი სახეები და ახალი იდეები, რამაც ვებ–გვერდის განახლების აუცილებლობა წარმოშვა. ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ რა საინფორმაციო სააგენტოს ფორმატს, ვცდილობთ, გავცდეთ მის ფარგლებს და მიმდინარე სიახლეებთან ერთად, მკითხველს შევთავაზოთ საინტერესო ინტერვიუები, ანალიტიკური მასალები აქტუალურ თემებზე, ასევე რეპორტაჟები და სხვა სახის მედიაპროდუქტი. ამასთან, შევეცდებით, აქცენტი გავაკეთოთ იმ მწვავე თემებსა და პრობლემატიკაზე, რომელიც, მიმდინარე მოვლენების სიმრავლისა თუ სხვა მიზეზების გამო ხშირად ქართული მედიის ყურადღების მიღმა რჩება, ან, სულ მცირე, არასაკმარისი ყურადღება ეთმობა, არადა, არათუ ნაკლებად, შესაძლოა, ბევრად მეტად აქტუალური და რელევანტური იყოს ქართული საზოგადოებისთვის.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში გვკითხულობდა. წინასწარ ვუხდით მადლობას „აქცენტის“ ყველა ერთგულ მკითხველს, რომელიც ამიერიდან, იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტ, უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა ჩვენს ახალ ვებ–გვერდზე.
პატივისცემით, საინფორმაციო სააგენტო „აქცენტის“ რედაქცია.