გარემოს ეროვნული სააგენტო: მდინარე ვერე ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს

26-05-2024 15:51:13 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "მდინარე ვერეზე გუშინ ღამით ფიქსირდებოდა წყლის მატება, თუმცა ამ ეტაპზე წყლის კლებაა დაფიქსირებული და ის საშიშროებას არ წარმოადგენს".

ამის შესახებ გარემოს ერვნულ სააგენტოში "აქცენტს" იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს, რომელიც გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ვერეს ხეობაში წყლის ნიშნული საშის ზღვარზეა".

"ვერეს ხეობაში გუშინ დაფიქსირდა წყლის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვა, თუმცა ამ ეტაპზე კლებაა, დასტაბილურდა და საფრთხეს არ წარმოადგენს. კონკრეტული სამსახური მუდმივად ონლაინ რეჟიმში აკვირდება პროცესს. იმ შემთხვევაში თუ წყლის დონე საშიშ ზღვარს მიაღწევს ეცნობება შესაბამის სამსახურებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე საშიშორება არ არსებობს" - განუცხადეს "აქცენტს" სააგენტოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები