10-09-2024 12:00:21 პოლიტიკა ,ეკონომიკა
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული მარკეტფლეისი Ozon ამოქმედდა, - იუწყება რუსული მედია.
ინტერნეტ-მაღაზიის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ შეკვეთების მიღება კლიენტებს საქართველოს როგორც მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი) შეუძლიათ, ისე შედარებით მცირე დასახლებებშიც, მათ შორის - მაღალმთიანეთში (ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი და სხვა). 14-დღიან ვადაში მოქმედებს ასევე მიწოდება სახლის კარამდე. შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 90 ევროა, მაქსიმალური წონა - 29,5 კგ, მაქსიმალური გაბარიტები - 120 × 80 × 50 სმ.
საქართველო რიგით მეშვიდე ქვეყნად იქცა, სადაც რუსული სერვისი იმოქმედებს. Ozon უკვე მუშაობს თურქეთსა და ჩინეთში, 2021 წლიდან კი დაიწყო ბიზნესის განვითარება დსთ-ის წევრ და ყოფილ წევრ სახელმწიფოებში. მისი სერვისი უკვე წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი.
ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მუშაობის დაწყებას კიდევ ერთი რუსული მარკეტფლეისი - Wildberries აპირებს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეკვეთების გაცემის ერთი პუნქტი ქვეყანაში სატესტო რეჟიში უკვე ამოქმედდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორამაციის თანახმად, Wildberries ცოტა ხნის წინ ჩეჩმეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზა კადიროვის უახლოესი წრის წარმომადგენელმა დაისაკუთრა.