07-12-2024 14:46:45 საზოგადოება
„აქცენტი" თავდაპირველად „ჯიპიაიზე" დაყრდნობით წერდა, რომ ელზა მებურიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. თუმცა, კომპანიამ მალევე ტექსტი შეცვალა და „შვილის დახმარების ნაწილი" განცხადებიდან წაშალა.
გარდაცვლილი ქალის შვილმა, თამუნა კუბლაშვილმა დაწერა: „დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა".
„ჯიპიაის" უახლესი განცხადება:„ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ".