რა კითხვები აქვს ევროკომისიას საქართველოს დემოკრატიის/კანონის უზენაესობის, პარლამენტისა და მთავრობის თაობაზე
15-04-2022 17:33:55
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
კითხვარი 369 კითხვას, მათ შორის საქართველოს დემოკრატიის/კანონის უზენაესობის, პარლამენტისა და მთავრობის შესახებ შეიცავს.
კითხვები დემოკრატიის/კანონის უზენაესობის შესახებ:
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქართველოში კონსტიტუციური და ინსტიტუციური წყობის მოკლე აღწერა. კერძოდ, როგორ ფუნქციონირებს სამ სახელისუფლებო შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) შორის კონტროლისა და ბალანსის კონსტიტუციური სისტემა?
- რა კავშირია შიდა და საერთაშორისო სამართალს შორის კონსტიტუციის მიხედვით? ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში დაუშვებს თუ არა კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას შიდა კანონზე?
- როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა?
- გთხოვთ, აღწეროთ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება, მათ შორის მის მიერ ბოლო წლების განმავლობაში მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებები და როგორ ხდება მათი განხორციელება/გათვალისწინება.
- გთხოვთ, აღწეროთ რომელი ინსტიტუტებია კონსტიტუციით განსაზღვრული, როგორც დამოუკიდებელი. როგორ არის უზრუნველყოფილი მათი დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები?
- არსებობს თუ არა ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია, შეამოწმოს კანონპროექტების კონსტიტუციურობა? თუ არსებობს, გთხოვთ, დააკონკრეტოთ/განმარტოთ მისი როლი და პროცედურა პრაქტიკაში.
- გთხოვთ, აღწეროთ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა. უკვე მოხდა კონსტიტუციის გადახედვა? თუ ასეა, გთხოვთ, განმარტოთ შესაბამისი პროცედურა, ფარგლები და განხორციელებული ცვლილებები.
- არსებობს თუ არა კონსტიტუციური დებულებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს კანომდებლობის ევროპულ სტანდარტებთან და/ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოითხოვოს კონსტიტუციის ცვლილებას? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ასეთი დებულებების სია, თუ ეს შესაძლებელია.
- რა არის საქართველოს ოფიციალური ენა/ენები?
კითხვები პარლამენტის თაობაზე
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ პარლამენტის სტრუქტურისა და ფუნქციონირების აღწერა, მათ შორისპარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციების, პარლამენტის პრეროგატივების დამთავრობისა და აღმასრულებელი ინსტიტუტების საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფის თაობაზე კომპეტენციების აღწერა. როგორ ხდება მსგავსი მექანიზმების დანერგვა პრაქტიკაში?
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ საკანონმდებლო ინიციატივებისა და კანონების უფლებამოსილი მხარდამჭერების სია და განმარტოთ კანონმდებლობის მიღების პროცედურები (მათ შორის, დაჩქარებული წესით მიღების გამონაკლისები, თუ ასეთი არსებობს).
- გთხოვთ, აღწეროთ პარლამენტის რეგლამენტი და მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი განხორციელების შესახებ. ბოლოს როდის შეიცვალა ის? იგეგმება თუ არა მის შესწორება სამომავლოდ?
- როგორ ახორციელებს პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციებს? არსებობს თუ არა გადამოწმების სისტემა საპარლამენტო დონეზე, რომელიც ამოწმებს ახალი კანონმდებლობის და პარლამენტში შემოთავაზებული ცვლილებების თავსებადობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან? არსებობის შემთხვევაში განმარტეთ მისი ფუნქცია და მოგვაწოდეთ სათანადო მაგალითები. ითხოვს თუ არა პარლამენტი თანმხლებ დოკუმენტებს კანონპროექტების შეფასებისას, როგორიცაა გავლენისშეფასებები, საჯარო კონსულტაციების მტკიცებულება?
- გთხოვთ, დააკონკრეტოთ, პროცენტული რაოდენობა იმ კანონებისა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
- გთხოვთ, დააკონკრეტოთ პარლამენტის კომიტეტების კომპეტენცია.
- რამდენი პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული საქართველოში? რამდენი მათგანია წარმოდგენილი პარლამენტში?
- გთხოვთ, მიუთითოთ პარლამენტის წევრები:
- სქესის მიხედვით;
- ეროვნულ უმცირესობების მიხედვით.
- გთხოვთ, აღწეროთ მოქმედი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე პირებს და ამომრჩეველთა რეესტრებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
- გთხოვთ, აღწეროთ პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საერთო ჩარჩო, წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის გამჭვირვალობას და მოგვაწოდოთ დეტალები მისი განხორციელების მონიტორინგის შესახებ. როგორია GRECO–ს რეკომენდაციები "პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის" შესახებ? საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები საჯარო პარტიებისთვის არჩევნების დროს ასევე მოიცავს კერძო დაფინანსებისწყაროებს? გთხოვთ, განმარტოთ, რა მექანიზმები არსებობს კერძო და საჯარო მხარის დაფინანსებაზე მოხსენებისთვის.
- გთხოვთ აღწეროთ ODIHR–ის რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში კამპანიის დაფინანსების თაობაზე.
- არსებობს თუ არა კონსტიტუციური ან სხვა სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიის პირდაპირი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის, მაგალითად, მათ შორის რეფერენდუმისთვის? როგორია ასეთი ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლები და პროცედურები? აქვთ თუ არა მათ სავალდებულო და პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი თუ ისინი მხოლოდ საკონსულტაციოა? შეიძლება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები რეფერენდუმს დაექვემდებაროს?
- რამდენად არის პარლამენტი ღია და გამჭვირვალემისი საქმიანობის წარმართვაში, საზოგადოებისა და მედიისთვის ინფორმაციისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით?
კითთხვები მთავრობის თაობაზე
- გთხოვთ, მოგვაწოდოთ მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების აღწერა. რა არის მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების კანონიერი საფუძველი?
- რა მექანიზმები არსებობს სამინისტროებს შორის კოორდინაციისთვის? კონკრეტულად რა მექანიზმები არსებობს, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას შორის კავშირისთვის თითოეულ სამინისტროში?
- რა სტრუქტურები არსებობს ევროინტეგრაციის საკითხების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად? Რროგორ ხდება შემოწმება და მონიტორინგი დაგეგმილი კანონმდებლობის შესაბამისობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან? რომელი ორგანოა პასუხისმგებელი მსგავს შემოწმებაზე?
- როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები. Გგთხოვთ, დააკონკრეტოთ.
- გთხოვთ, აღწეროთ მუნიციპალიტეტების საარჩევნო სისტემა. იმართება თუ არა არჩევნებიმუნიციპალიტეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით? რა არის დასაშვებობის მოთხოვნები და დაუშვებლობის საფუძვლები?
- ექვემდებარება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ადმინისტრაციულ და სასამართლო კონტროლს?
- არსებობს თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგია ან/და დაბალანსებული ორგანიზაციის მიღწევის პოლიტიკა სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად პასუხისმგებლობებსა და რესურსებს შორის ხელისუფლების ფენებს შორის?
- ფისკალური მენეჯმენტთან დაკავშირებით როგორ უზრუნველყოფს საქართველო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰქონდეთ საჭირო თანხები, რათა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები?
- როგორ რეგულირდება და განისაზღვრება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები?
- რომელი ინსტიტუტებია პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე?
- ხდება თუ არა რაიმე ფორმალური კონსულტაცია რეგიონებთან/მუნიციპალებთან კანონმდებლობის მომზადების კონტექსტში, რომელიც ან გავლენას მოახდენს მათზე, ან რომლის განხორციელებაშიც ისინი ჩაერთვებიან?
კითხვარის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
დოკუმენტი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.