Accentnews.ge
პაპუაშვილს არ ესმის, "რატომ არის პრობლემა" 5%–იანი ბარიერი

პაპუაშვილს არ ესმის, "რატომ არის პრობლემა" 5%–იანი ბარიერი

21/11/2023 08:54:20 პოლიტიკა

განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე. თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? - სვამს შემხვედრ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადახედვის შესაძლებლობის თაობაზე.

ის პარტიებს ურჩევს, "კონსტიტუციაში გაწერილი ბარიერისთვის მოემზადონ".

„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს. 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე, რომელმაც განაცხადა რომ არ აქვს პრობლემა, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ქართულმა ოცნებამ" 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა გადაიფიქრა

პოლიტიკური გადაჯგუფება და გამოწვევები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S