კოლომინა: არ ვიცი სხვა პარტნიორი, რომელიც საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან
19/12/2023 18:33:40 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ არ იცის სხვა პარტნიორი, რომელიც “საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან”.
მისივე თქმით, ახლა ისტორიუილი მომენტია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშოროსო საზოგადოებისთვის, რადგან გახსნილია ფანჯარა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.
„ახლა არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველო-ნატოს ორმხრივ ურთიერთობას“, - განაცხადა კოლომინამ 19 დეკემბრის პრესკონფერენციაზე თბილისში.
იხილეთ ასევე: კოლომინა – საქართველოსგან მოველით 9 ნაბიჯის შესრულებას, რათა NATO–ს მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს
დაესწრება თუ არა საქართველო ნატო-ს მომავალ სამიტს, კოლომინა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, დაესწრება, თუმცა არ იცის, რა დონეზე.
ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ომმა უკრაონაში დრამატულად შეცვალა გეოსტრატეგიული სცენის აღქმა ალიანსში. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. და ეს შეიძლება შეიცვალოს გეოსტრატეგიული სიტუაციის გამო.
იხილეთ ასევე: კოლომინა – იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებზე ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ
კოლომინა – საქართველოში უნდა იცოდნენ ჩინეთზე დამოკიდებულების რისკები, ეს იყო საუბრების ნაწილი
ეს ხავიერ კოლომინას მეექვსე ვიზიტია რეგიონში 2023 წლეს და მეორე - თბილისში.
ვიზიტის ფარგლებში კოლომინა შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენს სალომე ზურაბიშვილს.


