Accentnews.ge
წულუკიანი: აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი

წულუკიანი: აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი

04/04/2024 09:55:41 პოლიტიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მიესალმება და ამბობს, რომ „საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე“.

„სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "ამ საფრთხეს გრძნობს საზოგადოების უმეტესობა, მაგრამ არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, კანონის მიღებას სირთულეები შეუქმნან. თეა წულუკიანი ამბობს, რომ კანონი რუსული არ არის".

„ვერავინ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირელი ელჩი, ვერ იტყვის, რომ ეს კანონი რუსულია. თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო. ჩვენი უმრავლესობის მიერ წინა წელს ამ კანონის ინიცირებიდან დღემდე მრავალი რამ შეიცვალა, მათ შორის ის, რომ იდენტური კანონის მიღება დაიწყო ბრიუსელში ევროკავშირმა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ ზუსტად ისეთივე კანონის შემუშავება დაიწყო, როგორიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, მაგალითად ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი. საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე. ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ის მშვიდადაა და ფინანსებში გამჭვირვალობა ყველასთვის უნდა იყოს წამყვანი. ერთადერთი სექტორი, სადაც ფინანსურად ყველაფერი გაუმჭვირვალეა, მხოლოდ არასამთავრობო სექტორია. აქ გაჯანსაღებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S