ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
04/04/2024 12:42:35 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
"გასულ წელს მე, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადებაზე უარის თქმას. დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძო“, – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


