Accentnews.ge
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო –"აგენტების" შესახებ კანონპროექტზე:  პროექტის ხელახლა შემოტანა თუნდაც სხვა სახელით, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო –"აგენტების" შესახებ კანონპროექტზე:  პროექტის ხელახლა შემოტანა თუნდაც სხვა სახელით, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას

04/04/2024 13:53:18 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ეხმიანება.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას", – აცხადებენ ესტონეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S