Accentnews.ge
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

05/04/2024 05:33:10 პოლიტიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რეფორმები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად გაატაროს.

„ქართული ოცნების” განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S