Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიები: "რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია"

ოპოზიციური პარტიები: "რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია"

05/04/2024 08:57:43 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ "რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია".

"ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

დღეს, ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან.

ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.

ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია", – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებია:

  • “ახალი”
  • “გირჩი - მეტი თავისუფლება”
  • “დროა”
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • “ლელო საქართველოსთვის”
  • “რესპუბლიკური პარტია”
  • “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S