Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: „ყალბია კრიტიკა, რომ ეს კანონპროექტი ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის"

მამუკა მდინარაძე: „ყალბია კრიტიკა, რომ ეს კანონპროექტი ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის"

05/04/2024 11:20:19 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ყალბია კრიტიკა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის".

"დღეს და გუშინ, მოძლიერდა გარედან ზეწოლა, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების მხრიდან, დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. განსხვავება არის ერთი - შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი "რუსულ კანონს" აღარ უწოდებენ, თუ სუბიექტური ფიზიკური პირები არ არიან - ეს არის უკვე შედეგი და ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ. კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის - ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქვთ მცდელობა გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიციირა. თავად ევროკავშირის ქვეყნებშია ინიციირებული, მოქმედებს, განიხილება და ა.შ. და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება - საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S