Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის

შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის

05/04/2024 11:25:08 პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ხელს ხომ არ შეუშლიდა ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?! ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი; დიდი ბრიტანეთი; ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული?", – განცახადა მან.

მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხია, ამიტომ მხოლოდ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლებაა კომპეტენტური, გადაწყვიტოს როგორ მოგვარდება ეს უსაფრთხოების საკითხები:

"აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს. აქ სიტყვა ეთქმის მხოლოდ ქართველ ხალხს. მხოლოდ ქართველმა ხალხმა იცის რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S