Accentnews.ge
ჩეხეთის ელჩი: „უცხოური ძალა" ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად

ჩეხეთის ელჩი: „უცხოური ძალა" ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად

05/04/2024 12:37:08 პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება.

„სიტყვა „უცხოური ძალა“ კანონპროექტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარებაა პარტნიორი ქვეყნისგან“, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S