Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირა

27/12/2019 09:00:40 სამართალი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერ კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს.

საჩივარი თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება.

„მედროვეებსა და კრიმინალებს სანამ ჩააბარებს ანგარიშს კალაძე, მინდა, მას ვუთხრა, რომ ეს არის ბოლო ანგარიში, რომელიც ის მის ნოტარიუსს ჩააბარებს. მომავალ წელს ამ დროს კალაძეს მოუწევს პროკურატურაში ანგარიშის ჩაბარება. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც დღეს შევიტანეთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მილიონი ლარი გადახდილია ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება ალბათ არ აღემატება ასი ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე, მეორე განცხადება, რომელიც დავარეგისტრირეთ პროკურატურაში ეხება სკამებს, რომ ერთ ცალ სკამში კალაძე გადაიხდის თორმეტი ათას ლარს და ეს ტენდერი პირდაპირ მორგებულია უკვე იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ექსკლუზივი აქვს ამ სკამების წარმოების. შესაბამისად, პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ფრაქციის წევრები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომას, რომელზეც დღეს კახა კალაძე 2019 წლის ანგარიშსა და 2020 წლის ბიუჯეტს წარადგენს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. მათი განცხადებით, თბილისის მომავალი ბიუჯეტის დოკუმენტი მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე.

იხილეთ ასევე: ერთი სკამი – 12 000 ლარად: ამჯერად რა მოაქვს კალაძეს იტალიიდან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S