Accentnews.ge
პაპუაშვილი პარლამეტთან აქციაზე მისულ ევროპელ პოლიტკოსებს "ქარაფშუტებად" მოიხსენიებს

პაპუაშვილი პარლამეტთან აქციაზე მისულ ევროპელ პოლიტკოსებს "ქარაფშუტებად" მოიხსენიებს

15/05/2024 10:25:14 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ, პარლამეტთან აქციაზე მისულ ევროპელ პოლიტკოსებს "ქარაფშუტებად" მოიხსენიებს.

გარდა ამისა, იგი რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას "ენჯეოების" მოწყობილ დემონსტრაციას უწოდებს.

„მთელი წრეა შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოს“, მათ დემონსტრაცია მოაწყონ და სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს, დადგეს მათ გვერდით და სამთავრობო პარტიას კოშმარი უძახოს და ა.შ. რაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ან რაც ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფოს ლამის კოშმარები ეძახა. [...] გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30 -წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, ასევე, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას და მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. აი, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპისპირებისა და არეულობისთვის, აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: კობახიძემ პარლამეტთან აქციაზე მისული ევროპელი პოლიტკოსები "კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ" მოქმედებაში დაადანაშაულა.

რა უთხრეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა მომიტინგეებს: "ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S