Accentnews.ge
რუსეთის მთავრობის გადადგომის ფონზე რუბლი მკვეთრად დაეცა

რუსეთის მთავრობის გადადგომის ფონზე რუბლი მკვეთრად დაეცა

15/01/2020 14:59:53 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა: დოლართან მიმართებით რუბლის ფასი 0,22%-ით დაეცა, ევროსთან მიმართებით - 0,41%-ით. ამაზე მეტყველებს მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემები.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვით. გამოსვლაში მან ისაუბრა რიგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამ გამოსვლის შემდეგ პუტინმა მედვედევს შესთავაზა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. ამ თანამდებობაზე ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S