რუსეთის მთავრობა გადადგა

15-01-2020 17:37:28

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა,– ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა.

როგორც მედვედევმა განაცხადა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე პრეზიდენტ პუტინის წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას.

„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, - განაცხადა მედვედევმა პუტინთან სეხვედრაზე და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

თავად პუტინმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის მთავრობას, "მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არ გამოვიდა".

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პუტინმა დღეს ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ–მინისტრის და ვიცე–პრემიერების კანდიდატურები სახელმწიფო სათათბირომ უნდა დაამტკიცოს. სადღეისოდ აღნიშნული ფუნქცია რუსეთის პრეზიდენტის ხელშია.

პუტინმა მედვედევს ახალი თანამდებობა შესთავაზა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები