
პუტინმა მედვედევს ახალი თანამდებობა შესთავაზა
15/01/2020 14:04:17 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტის შექმნის გეგმის შესახებ საზოგადოებას დღეს ამცნო.
შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუკავშირა.