კრემლმა პირველად აღიარა ხანგოშვილის მკვლელის ФСБ –ში მსახური
02/08/2024 11:48:09 პოლიტიკა
კრემლმა აღიარა საქართველოს მოქალაქოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის ФСБ –ში მსახური. მანამდე მოსკოვი არ აღიარებდა მის კავშირს რუსულ სადაზვერვო სამსახურთან.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კრასიკოვი პუტინის დაცვასთან ერთად მსახურობდა "ალფა" დანაყოფში.
მანამდე მედია წერდა ამ კავშირების შესახებ. გერმანიის პროკურატურამ კი განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით განხორციელდა.
ამასთან, პესკოვმა აღიარა, რომ ცოლ–ქმარი დულცევები, რომლებიც სლოვენიაში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, რუსული დაზვერვისთვის მუშაობდნენ.
კრემლის პრესმდივნის თქმით, ისინი არალეგალური "მზვერავები" იყვნენ, ხოლო მათმა შვილებმა მშობლების რუსეთთან კავშირის შესახებ მხოლოდ მოსკოვისკენ გზაზე, თვითმფრინავში შეიტყვეს და რუსულად არ საუბრობენ.
დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა 1 აგვისტოს განხორციელდა. სწორედ ამ გაცვლის ფარგლებში გადაეცა რუსეთს საქართველოს მოქალაქის მკვლელი.


