Accentnews.ge
გუგეშაშვილი: "ახლა მათი საქმეა, დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ“

გუგეშაშვილი: "ახლა მათი საქმეა, დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ“

24/01/2020 14:45:59 სამართალი

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ „ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ“, თუმცა ვარაუდობს, რომ დაკავებული პირი მხოლოდ „შემსრულებელია“.

გუგეშაშვილის თქმით, ახლა გამოძიების საქმე „დამკვეთის ვინაობის დადგენაა“.

„გამოძიებას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა და ამის საფუძველზე მოხდა დაკავება. შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა, დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ“,– აცხადებს გუგეშაშვილი.

მისი ადვოკატის თქმით, დაკავების შესახებ მხარემ ინფორმაცია უშუალოდ შსს–ს განცხადებიდან გაიგო და დეტალები გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ გახდება მათთვის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ვინმე ზ.მ. დააკავა. დანაშაულის მოტივზე შსს–ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S