რას ამბობს გუგეშაშვილის ადვოკატი შსს–ს მიერ საქმის გახსნილად გამოცხადებაზე

24-01-2020 17:40:25 სამართალი

ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კონკრეტული პირის დაკავების შესახებ დაზარალებული მხარისთვის გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, შესაბამისად, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი მხარისთვის უცნობია.

მხარე შსს–ში შეხვედრას დღეს, დღის განვამლობაში გეგმავს და დოდო გუგეშაშვილიც პოზიციას სავარაუდოდ, გამომძიებლებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ დააფიქსირებს.

„გამოძიებას პერიოდულად ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია, თუმცა ბოლო პერიოდში – არა. დეტალები მას შემდეგ გვეცოდინება, რაც შევხვდებით გამომძიებლებს. გვითხრეს დაგვირეკავენო და ველოდებით“,– განუცხადა „აქცენტს“ ადვოკატმა.

თავად თავდასხმის შემდეგ გუგეშაშვილი ამბობდა, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და მისი ვაჟის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. თავად მკვლელობის მოტივზე შსს–ს ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები