Accentnews.ge
სააკაშვილი: რაც გაეროში ვიხილეთ და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში

სააკაშვილი: რაც გაეროში ვიხილეთ და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში

15/08/2024 14:51:48 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატა წაიკითხა.

მისი თქმით, "ის, რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში".

„ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო სამუდამოდ გაქრება, მსოფლიო რუკიდან.

ეს არაა პარტიული ან საერთოდ პოლიტიკური საკითხი, არამედ არის ამბავი თითოეული ქართველის და საქართველოს თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინების, სანამ ძალიან გვიან არ იქნება და არ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც თითოეული ჩვენგანის მომავალს ვეღარ გადავარჩენთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ასევე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა

გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S