ანა ნაცვლიშვილი: ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორია იყოს გადაწერილი
16/08/2024 08:28:50 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორია იყოს გადაწერილი.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის ვინ მტერია და ვინ -მოყვარე.
"ეს ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორია იყოს გადაწერილი. ორ საუკუნეზეა მეტია, რუსეთი ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას; რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. როგორც ჩანს, არ იციან ეს ისტორია კონკრეტულმა ადამიანებმა ან მიყვებიან კრემლის პირდაპირ დირექტივას. საბედნიეროდ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, ვინ არის აგრესორი, როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედება. ძალიან კარგია, რომ ეს სიმართლე ასევე, ბევრი ადამიანის ძალისხმევით, იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც. რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, გადაიწეროს ისტორია, ისტორიის გაყალბება მათ ამჯერად არ გამოუვათ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა.
გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა.


